მთავარი

რეგისტრაცია

როგორ მუშაობს

ბიზნეს ბლოგი

კომპანიის შესახებ

სიახლე: QUICKCASH ინოვაციურ პლატფორმას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი” იყენებს

2017 წლის სექტემბერში კომპანია QuickCash-სა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი”-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ინოვაციური პლატფორმის საშუალებით მცირე და საშუალო საწარმეობის ონლაინ კრედიტუნარიანობის განსაზღვას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და სწრაფ დაკრედიტებას.

QuickCash-ის ინოვაციური პლატფორმით, ბი აი ჯი იურიდიულ პირებს სთავაზობს მათი ბიზნესის კრედიტუნარიანობის შეფასებას 10 წუთში ყოველგვარი საბუთების შეგროვებისა და უზრუნველყოფის გარეშე. 

QuickCash -ის პლატფორმა დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმზე, რომელიც იყენებს 50-ზე მეტ პარამეტრს და სჭირდება მხოლოდ 10 წუთი ბიზნესის შესაფასებლად. აღსანიშნიშნავია, რომ პროცესი მიმდინარეობს მთლიანად ონლაინ. 

ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია სამუშაო კაპიტალის შევსების მიზნით სესხის აღება, ამისათვის კი საჭიროა პირადობის მოწმობა, კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, და შეფასების გავლა ონლაინ ჩვენი პლატფორმის საშუალებით “ბი აი ჯი”-ს ახალ საიტზე http://businessloan.ge/, რომელიც სპეციალურად ამ პროდუქტისთვის შეიქმნა. Quick Cash-ისა და ბი აი ჯის თანამშრომლობით იურიდიულ პირებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ განავითარონ საკუთარი ბიზნესი ოფისიდან გაუსვლელად სწრაფად და მარტივად.

 

 

 

 

 

შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან
QuickCash გლობალურ ღონისძიებაზე - Startup Grind ლონდონში
სიახლე: QUICKCASH ინოვაციურ პლატფორმას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი” იყენებს
რისკების მართვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში
ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნესი
საკრედიტო ხაზი - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საუკეთესო ფორმა