მთავარი

რეგისტრაცია

როგორ მუშაობს

ბიზნეს ბლოგი

კომპანიის შესახებ

საკრედიტო ხაზი - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საუკეთესო ფორმა

რა არის საკრედიტო ხაზი?

საკრედიტო ხაზით დაფინანსება გამოიყენება საბრუნავი კაპიტალის პერიოდული მოთხოვნების დასაფარავად, რომელიც კომპანიის საქმიანობის შედეგია. ფინანსური ინსიტუტის მიერ დგინდება საკრედიტო ხაზის ლიმიტი, რომელსაც მსესხებელი საჭიროებათა დასაფარად გამოიყენებს. შემდგომში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს გამოყენებული თანხის პროცენტი შესაბამის ვადებში; როგორც წესი საკრედიტო ხაზი მოკლე ვადით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგ ფინანსური ინსტიტუტები ხელახლა ამოწმებენ კლიენტის ინფორმაციას, ისევე როგორც კრედიტის შესაძლებლობებს მომავალი პერიოდისთვის ახალი ლიმიტის განსაზღვრის მიზნით. მოქნილობის გამო  საკრედიტო ხაზი საკმაოდ პოპულარულია კლიენტებში და შეადგენს სამუშაო კაპიტალის დაფინანსების ყველაზე უფრო გავრცელებულ ფორმას. შესაძლებელია, რომ ფინანსური შედეგების (შემოსავლების ზრდა/შემცირება და ა.შ) პროპორციულად კლიენტებს გაეზარდოს ან შეუმცირდეს საკრედიტო ხაზის ლიმიტები.

ქართული ბანკები 15 წელზე მეტია სთავაზობენ მსხვილ კლიენტებს საკრედიტო ხაზს საბრუნავი კაპიტალის მოთხოვნის შესავსებად, Quick Cash-მა ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადა  საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, გარდა მოქნილობისა, ეფექტური გამოყენების შემთხვევაში ეს პროდუქტი იძლევა საპროცენტო ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობას, ამის მიზეზი კი არის ის, რომ კლიენტს ნებისმიერ წუთს შეუძლია შეამციროს ან აითვისოს სასეხო რესურსი, საპროცენტო ხარჯი კი ერიცხება მხოლოდ დამტკიცებული ლიმიტის ათვისებულ ნაწილს. ბიზნესს ყოველდღიურად შეუძლია მიმართოს თავისუფალი ფულადი სახსრები ნაშთის შესამცირებლად, ისე რომ არ გაზარდოს ლიკვიდობის რისკი, რადგან ამავე თანხების აღება მას ნებისმიერ დღეს შეუძლია.

 

რას ნიშნავს საბრუნავი კაპიტალი.

კომპანიის მიმდინარე აქტივები შეიცავს კომპანიის საბრუნავ კაპიტალს, ანუ თანხებს, რომელიც საჭიროა კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების განსახორციელებლად. საბრუნავი კაპიტალი ხშირ შემთხვევაში ფინანსდება  ვალდებულებებიდან, ისეთი როგორიცაა მომწოდებლის კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, მოკლევადიანი კრედიტი და სხვა.

განსხვავება მიმდინარე აქტივებსა და კომერციულ ვალდებულებებს შორის, (ანუ ვალდებულებები მომწოდებლებისადმი), წარმოადგენს კომპანიის წმინდა საბრუნავ კაპიტალს.

კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები ჩვეულებრივ შეუძლებელია, სრულად დაფარული იქნას კომპანიის მფლობელების კაპიტალით, ამას მივყავართ ფინანსური რესურსების უკმარისობასთან, რომელიც უნდა დაიფაროს  მოკლევადიანი სესხების საშუალებით.

 

როგორ განვსაზღვროთ საბრუნავი კაპიტალის საჭირო რაოდენობა?

საბრუნავი კაპიტალის საჭირო რაოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორები  შემდეგია:

  1. კომპანიის საქმიანობის პროფილი - როდესაც პერიოდი პროდუქციის/სერვისის წარმოებიდან, ნაღდი ფულის მიღებამდე დიდია, მაგ. ბინათმშენებლობა, კომპანია მოითხოვს გაზრდილ საბრუნავ კაპიტალს.
  2. გაყიდვების სეზონურობა - მაგ. სასტუმრო საჭიროებს საბრუნავ კაპიტალს თებერვალში, მარტსა და აპრილში, რათა მოემზადოს სტუმრების მისაღებად ზაფხულის განმავლობაში. ე.ი. კომპანიას ესაჭიროება საბრუნავი კაპიტალი გაზაფხულზე და იგი შეძლებს მის გადახდას ზაფხულის განმავლობაში.
  3. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ბრუნვის სიხშირე- იმ შემთხვევაში თუ კომპანიის მარაგები არ არის საკმარისი დაგეგმილი გაყიდვების მისაღწევად, საჭიროა საბრუნავი კაპიტალის გაზრდა.
  4. ანგარიშსწორებისპირობები მომწოდებლებთან და კლიენტებთან - ეს კომპონენტი საბრუნავი კაპიტალის საჭიროების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კომპანია რომელიც ყიდულობს ფულით და ყიდის კრედიტით საჭიროებს მეტ საბრუნავ კაპიტალს.
  5. გაყიდვებისდავალიანება - საკმაოდ ხშირად, შეთანხმებული პირობების, ან კომპანიის მიერ დებიტორული დავალიანების მისაღებად გადადგმული არამეთოდური ნაბიჯების გამო, კომპანია აღმოჩნდება პრობლემის წინაშე და ამ პრობლემის მოგვარება ხდება გარე დაფინანსების მიღებით.

 

შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან
QuickCash გლობალურ ღონისძიებაზე - Startup Grind ლონდონში
სიახლე: QUICKCASH ინოვაციურ პლატფორმას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი” იყენებს
რისკების მართვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში
ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნესი
საკრედიტო ხაზი - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საუკეთესო ფორმა