მთავარი

რეგისტრაცია

როგორ მუშაობს

ბიზნეს ბლოგი

კომპანიის შესახებ

ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნესი

რა არის ფინანსური ტექნოლოგიის პლატფორმა?

ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპასა და ამერიკაში შეიქმნა რამდენიმე მსხვილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს - მცირე და საშუალო ბიზნესს - სთავაზობს საიტის მეშვეობით, ოფისიდან გაუსვლელად საკრედიტო რესურსზე წვდომას საბრუნავი საშუალებების შესავსებად, ასევე გადარიცხვების წარმოებას, თუ სხვა ფინანსურ მომსახურებას. 

რა თანხა იქნა გაცემული მსოფლიოში ასეთი ფინანსური პლატფორმების საშუალებით?

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია EY-ს 2017 წლის ანგარიშის “ალტერნატიული დაფინანსება” მიხედვით, მსოფლიოს მაშტაბით, ალტერნატიული ფინანსური პლატფორმების საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულია 7.3 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მთლიანი პოტენციალი რაც ჯერ კიდევ ასათვისებელია ალტერნატიული სექტორის მოთამაშეების მიერ 284 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

რა უპირატესობა აქვს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით?

  • სისწრაფე
  • კომფორტული მომსახურება
  • ტექნოლოგიური ინოვაცია
  • დისტანციური მომსახურება
  • ფინანსურ რესურსებზე სწრაფი წვდომა
  • კომპანიის შეფასების დისტანციური მეთოდი

როგორ მუშაობს?

  • ავსებთ განაცხადს
  • პლატფორმა ახდენს თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე ინფორმაციის მოძიებას, კომპანიის ავტორიზებული წარმომადგენლის თანხმობის შემდეგ
  • დაგროვილი ინფორმაციით ხდება რისკების შეფასება და ფინანსური ინფორმაციის გენერირება
  • პლატფორმა გიმტკიცებთ საკრედიტო ლიმიტს რამდენიმე წუთში
  • თანხა კომპანიის ანგარიშზე ჯდება რამდენიმიმე საათში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ და აითვისოთ თანხა

ფინანსური ტექნოლოგიის პლატფორმა ბიზნესისთვის - საქართველოში:

საქართველოში, ქუიქ ქეში (QuickCash) არის პირველი ქართული ფინანსური ტექნოლოგიის (ფინტექ) პლატფორმა, რომელიც 5 წუთში ონლაინ აფასებს მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობას.

QuickCash არის კრედიტუნარიანობის შეფასების ინოვაციური ონლაინ პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს 5 წუთში გაიაროს ბიზნეს და საკრედიტო რისკების შეფასება, და ამ ფინანსურ შეფასებაზე (სქორინგზე) დაყრდნობით მარტივად და სწრაფად შეიტყოს რა რაოდენობის თანხის სესხება შეუძლია.

QuickCash სთავაზობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს ონლაინ ფლატფორმის საშუალებით ფინანსური და რისკიანობის შეფასების გავლის შემდეგ, ბიზნეს საკრედიტო ხაზს, რაც თავისმხრივ გაუმარტივებს წვდომას სამუშაო კაპიტალზე.

შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან
QuickCash გლობალურ ღონისძიებაზე - Startup Grind ლონდონში
სიახლე: QUICKCASH ინოვაციურ პლატფორმას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ბი აი ჯი” იყენებს
რისკების მართვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში
ფინანსური ტექნოლოგიები და ბიზნესი
საკრედიტო ხაზი - საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საუკეთესო ფორმა