რა არის ფინანსური ტექნოლოგიის პლატფორმა?
ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპასა და ამერიკაში შეიქმნა რამდენიმე მსხვილი ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს - მცირე და საშუალო ბიზნესს - სთავაზობს საიტის მეშვეობით, ოფისიდან გაუსვლელად საკრედიტო რესურსზე წვდომას საბრუნავი საშუალებების შესავსებად, ასევე გადარიცხვების წარმოებას, თუ სხვა ფინანსურ მომსახურებას.
რა თანხა იქნა გაცემული მსოფლიოში ასეთი ფინანსური პლატფორმების საშუალებით?
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია EY-ს 2017 წლის ანგარიშის “ალტერნატიული დაფინანსება” მიხედვით, მსოფლიოს მაშტაბით, ალტერნატიული ფინანსური პლატფორმების საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემულია 7.3 მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო მთლიანი პოტენციალი რაც ჯერ კიდევ ასათვისებელია ალტერნატიული სექტორის მოთამაშეების მიერ 284 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.
რა უპირატესობა აქვს ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით?
როგორ მუშაობს?
ფინანსური ტექნოლოგიის პლატფორმა ბიზნესისთვის - საქართველოში:
საქართველოში, ქუიქ ქეში (QuickCash) არის პირველი ქართული ფინანსური ტექნოლოგიის (ფინტექ) პლატფორმა, რომელიც 5 წუთში ონლაინ აფასებს მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობას.
QuickCash არის კრედიტუნარიანობის შეფასების ინოვაციური ონლაინ პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს 5 წუთში გაიაროს ბიზნეს და საკრედიტო რისკების შეფასება, და ამ ფინანსურ შეფასებაზე (სქორინგზე) დაყრდნობით მარტივად და სწრაფად შეიტყოს რა რაოდენობის თანხის სესხება შეუძლია.
QuickCash სთავაზობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს ონლაინ ფლატფორმის საშუალებით ფინანსური და რისკიანობის შეფასების გავლის შემდეგ, ბიზნეს საკრედიტო ხაზს, რაც თავისმხრივ გაუმარტივებს წვდომას სამუშაო კაპიტალზე.