მთავარი

რეგისტრაცია

როგორ მუშაობს

ბიზნეს ბლოგი

კომპანიის შესახებ

1 ეტაპი
2 ეტაპი
3 ეტაპი
რეგისტრაციის დასრულება
შეავსეთ კომპანიის მონაცემები


პირობები
ვებ-გვერდზე არსებული სარეგისტრიცაო ფორმის შევსებით, სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) თანახმაა და აძლევს უფლებას შპს „ქუიქ ქეშს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 404504050), რომ დაამუშავოს კომპანიის, კომპანიის დირექტორის, ასევე კომპანიის დამფუძნებლების, ბიზნეს და პერსონალური მონაცემები.
ზემოთ აღნიშნულ ბიზნეს და პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის განაცხადის განხილვის (მომსახურების გაწევის) და საკრედიტო ხაზის დამტკიცების მიზნით. მომხმარებელი ასევე თანახმაა, რომ შპს „ქუიქ ქეშმა“ შეამოწმოს მონაცემთა სუბიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე. მომხმარებელი თანახმაა, ნებისმიერ დროს, შპს „ქუიქ ქეშის “ მიერ შემდგომი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნებისთვის (რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ნებისმიერ სახის სარეკლამო კამპანიას ან/და პრომო აქციას) შპს „ქუიქ ქეში“ ან/და სხვა პირებისგან მიიღოს ცნობა, წერილი, მოკლე ტექსტური ან ნებისმიერი სხვა შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია, მომხმარებლის მიერ განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე.

1. მომხმარებლის რეგისტრაცია და პროფილი


1.1. მომხმარებლის/მსესხებლის პროფილის შექმნა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იურიდიულ პირს.

1.2. მსესხებლად დარეგისტრირებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება მოითხოვოს საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება და დამტკიცების შემთხვევაში მოითხოვოს საკრედიტო რესურსი დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში.

1.3. მსესხებლის პროფილის დარეგისტრირება ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს.

1.4. რეგისტრირებული პროფილის მეშვეობით ვებ-გვერდის მომსახურებით სარგებლობისას, მიიჩნევა, რომ ვებ-გვერდზე შევიდა ამ პროფილით რეგისტრირებული მომხმარებელი. მომხმარებლის პროფილით ვებ-გვერდზე მომსახურებით სარგებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ მომხმარებელს, თუნდაც ეს განხორციელდეს სხვა პირთა მიერ მისი ნებართვის გარეშე. ასეთი ქმედების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები ენიჭება რეგისტრირებულ მომხმარებელს.

1.5. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპანიას, თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მისი პროფილის გამოყენება უნებართვოდ ხორციელდება მესამე პირის მიერ.

1.6. ერთ იურიდიულ პირს შეუძლია დაარეგისტრიროს მხოლოდ ერთი მომხმარებელი მსესხებლად.

1.7. იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს მისი დირექტორი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.

1.8. ვებგვერდზე მსესხებლად რეგისტრაციისათვის მომხმარებელს (იურიდიულ პირს) უნდა ჰქონდეს აქტიური ანგარიში საქართველოში არსებულ რომელიმე კომერციულ ბანკში ეროვნულ ვალუტაში, ელექტრონული ფოსტის მისამართი და კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი.

1.9. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი მის მიერ დაფიქსირებული საიდენტიფიკაციო ნომრითა და პაროლით პორტალზე ახდენს ავტორიზაციას. მსესხებელს ხელშეკრულება მოქმედი რედაქციით შეუძლია ნახოს საკრედიტო ხაზის დამტკიცების მიზნით, ჩვენი პლატფორმის მიერ კომპანიის დადებითი შეფასების მიღების შემდეგ.


2. ინფორმაციის მოპოვება და დაცვა


2.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება და დაცვა განისაზღვრება წინამდებარე პირობებით და მსესხებლის ხელშეკრულებით.

2.2. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. პირველადი ინფორმაციის მიწოდება ხდება რეგისტრაციისას ვებგვერდზე შესაბამისი ველების შევსების გზით.

2.3. კომპანიას უფლება აქვს, მომხმარებელის ბიზნეს შეფასების მიზნით, მიმართოს სს „კრედიტინფო საქართველოს“, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ მომსახურების სააგენტოს, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, საბანკო დაწესებულებებს, მათ შორის იმ ბანკებს, სადაც მომხმარებელს გახსნილი აქვს ანგარიში, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, და დაამუშავოს მიღებული ინფორმაცია.

2.4. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ არღვევს მესამე პირების უფლებებს.

2.5. თუ კომპანია ჩათვლის, რომ მომხმარებელს კავშირი აქვს ქვემოთჩამოთვლილ ან სხვა ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, ის უფლებამოსილია ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობთ გათვალისწინებულ შესაბამის ორგანოებს. ტერორისტული ორგანიზაციების სია იხ. აქ (http://www.state.gov/j/ct/rls/other/des/123085.htm)


3. მომხმარებლის ქცევის ზოგადი წესები


3.1. მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ წინამდებარე პირობებით და მსესხებლის ხელშეკრულებით შესაბამისად.

3.2. მომხმარებელი კისრულობს ვალდებულებას არ განახორციელოს ნებისმიერი ქვემო ხსენებული ქმედება:

3.2.1. ვებგვერდის ან მომსახურების გამართული ფუნქციონირებისათვის საფრთხის შემცველი ქმედების ან სხვა ისეთი ქმედების მცდელობა, რომლის მიზანია გამოანგარიშებულ იქნეს პროგრამის საწყისი კოდი (მათ შორის საოპერაციო მოქმედებები, მეთოდები, პროცესები და ინფრასტრუქტურა), რასაც ემყარება და რითიც ფუნქციონირების საშუალება ეძლევა ვებგვერდს;

3.2.2. ვებგვერდის ან მომსახურების დაცულ ნაწილზე შესვლის მცდელობა, რისი უფლებაც მომხმარებელს არ აქვს;

3.2.3. ნებისმიერი სახის ბოროტად განზრახული პროგრამების(“worm”, ”trojan horse”, „virus”, „spyware”, „carding”) გავრცელება;

3.2.4. ვებ-გვერდის ან მომსახურების გამოყენება იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი;

3.2.5. საკუთარი თავის სხვა მომხმარებლად გასაღება;


4. საკრედიტო ხაზის პირობები:


4.1 ვადიანობა - საკრედიტო ხაზი ძალაშია დამტკიცებიდან 4 თვის ან პირველი ტრანშის ათვისებიდან 3 თვის ვადით

4.2 საკრედიტო ხაზის ლიმიტი მცირდება შემდეგი გრაფიკით:


ლიმიტის დამტკიცებიდან 60 დღე ლიმიტის დამტკიცებიდან 90 დღე ლიმიტის დამტკიცებიდან 120 დღე
რჩება საწყისი ლიმიტის 2/3 რჩება საწყისი ლიმიტის 1/3 ლიმიტი ნულდება
პირველი ტრანშის ათვისებიდან 30 დღე პირველი ტრანშის ათვისებიდან 60 დღე პირველი ტრანშის ათვისებიდან 90 დღე
რჩება საწყისი ლიმიტის 2/3 რჩება საწყისი ლიმიტის 1/3 ლიმიტი ნულდება


* ნებისმიერ დროს დავალიანება არ უნდა აღემატებოდეს საკრედიტო ლიმიტს

4.3 პროცენტი: ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს ერიცხება ყოველდღიური პროცენტი: 0.5%

4.4 ჯარიმა: დღიური ჯარიმა ვადაგადაცილებაზე შეადგენს გადასახდელი ძირის 1%

4.5 დაფარვის თანამიმდევრობა: გადახდილი თანხიდან დაფარვა ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ჯარიმა, პროცენტი, ძირი.


5. კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები


5.1 კომპანია ამუშავებს მომხმარებლების მიერ მიწოდებულ და მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და ამის საფუძველზე ამტკიცებს საკრედიტო ხაზის ლიმიტს, სასესხო ხელშეკრულებაში გაწერილი ფინანსური პირობების შესაბამისად.

5.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ზიანი მიადგა მომხმარებლის ან ნებისმიერი მესამე პირის კომპიუტერს (ან მის რომელიმე ნაწილს) ან მობილურ მოწყობილობას, მომხმარებლის მიერ ვებგვერდიდან ან ვებგვერდზე განთავსებული ბმულის გამოყენებით ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან/და პროგრამის ჩამოტვირთვისას.

5.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებსა და დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას; მომხმარებლის მასალების მოპარვაზე, განადგურებასა და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართავობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ ხარვეზებზე.

5.4 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებით.


6. ფორსმაჟორი


6.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით.

6.2.ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და დაუძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის: მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არა თანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.

6.3. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს ამ გარემოების დადგომიდან 5 დღისა, აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

6.4.მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.


7. კომუნიკაცია


7.1. მომხმარებელი კომპანიას შეიძლება დაუკავშირდეს როგორც მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტიდან, ქუიქ ქეშის ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩეთის საშუალებით,

7.2. კომპანიის მიერ მომხმარებელთან კომუნიკაცია როგორც წესი ხორციელდება მითითებულ მობილურ ტელეფონზე, და მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის გზით.

7.3. აღნიშნული წესით გაგზავნილი შეტყობინება მომხმარებლისათვის გადაცემულად ჩაითვლება ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით, მობილურ ტელეფონზე შემოსული წერილების მიღებით, სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელებით.


8. დავა და მისი გადაწყვეტის წესი


8.2. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ამ პირობებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან, ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან) წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

9. ცვლილებები და დამატებები ვებგვერდით სარგებლობის პირობებში

9.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში, ეს არ ეხება იმ ხელშეკრულების პირობებს რაც უკვე გაფორმებულია მომხმარებელთან.

9.2. ვებგვერდზე განთავსებულია პირობების მოქმედი რედაქცია. ვებგვერდის ყოველი ვიზიტის და პორტალის მომსახურებით ყოველი სარგებლობისას მოქმედებს პირობების იმ მომენტისათვის განახლებული რედაქცია, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე.

9.3. მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად აკონტროლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული და მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია.

ვეთანხმები
ვიდეო ტუტორიალი
ვერიფიკაცია კოდის მიღება





მიმდინარეობს რეგისტრაცია...